for u
მთავარი » ფაილები » ჯანმრთელობა » დიეტა

ჰერკულესის დიეტა
2010-08-31, 2:06 AM


"ჰერკულესის" სასარგებლო თვისებების შესახებ, ცხადია, ხშირად გაგიგონიათ.
ალბათ ისიც იცით რომ, ორგანიზმის გაჯანსაღების გარდა "ჰერკულესი" გახდომაშიც დაგეხმარებათ,რაც, შესაბამისად, თქვენი სახისა და მთელი სხეულის კანზეც დადებითად აისახება.თუ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ დიეთას დილა საღამოს 15-წუთიან ვარჯიშსა და მოციონსაც დაუმატებთ, წონაში დაკლების მიუხედავად, თქვენი კანი შეინარჩუნებს სიმკვრივეს, ელასტიურობასა და ჯანმრთელ ფერს. წყლის პროცედურები კი (რომელიც უფრო ხელმისაწვდომია თქვენთვის) ამ დიეთის გვირგვინი იქნება.
დიეტის რიჟიმი ასეთია:დღეში 4-5-ჯერადი კვება, ხანგრძლივობა 3 დღე. რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ "ჰერკულესის"სამ დღიან დიეტას, მით ინტენსიურად დაიკლებთ და რაც მთავარია, პრაქტიკულად,გამორიცხული იქნება დაკარგული კილოგრამების აღდგენა.
წინასწარ შეგახსენებთ რომ უნდა მიიღოთ დღეში 2 ლიტრამდე სითხე სასმელი ან გაზგასული მინერალური წყლის, უშაქრო ჩაის ან ნატურალური (ანუ, ახალგამოწურული, და არა ნაყიდი) ხილის წვენის სახით.თუ ამას დავუმატებთ დღეში 1 ჩაის ჭიქა უმი ბოსტნეულის წვენსაც, შედეგი გაცილებით ეფექტური იქნება.წვენები შეგიძლიათ კვების შუალედში მიირთვათ.
3 სადილის კოვზი "ჰერკულესი"ჩაყარეთ მომინანქრებულ(ემალის) ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი, ისე რომ დაიფაროს, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ყოველ კვებაზე დაგჭირდებათ ნახევარი ჩაის ჭიქა დამბალი "ჰერკულესი". დანარჩენი ნახევარი ხილით უნდა შეავსოთ და მოურიოთ, თუ სიტკბოს გარეშე ვერ მიირთმევთ, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი.

9 საათზე - ნახევარი ჩაის ჭიქა დამბალ "ჰერკულესში"აურიეთ 1 ცალი კანიანად გახეხილი "ანტონოვკა".
12საათზე - ამდენივე "ჰერკულესი"+1ცალი წვრილად დაჭრილი "გრეიფუდი" (ცხადია გაფრცქვნილი).
15 საათზე - "ჰერკულესი"+1 ცალი დაჭრილი ფორთოხალი.
18 საათზე - "ჰერკულესი"+1ცალი საშუალო ზომის დაჭრილი ბანანი.
21 საათზე - "ჰერკულესი"+2-3 ცალი დაჭრილი კივი.
გაზაფხულ-ზაფხულში, სასურველია, ეს ხილი სეზონური ხილით ჩაანაცვლოთ. განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექთურია კენკრა.


წარმატებებს გისურვებთ!

კატეგორია: დიეტა | დაამატა: sindroma
ნანახია: 1577 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Имя *:
Email:
Код *:

__________




რეკლამის ადგილი


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

ძებნა

ძებნა

Âñå ÷òî ïóáëèêóåòñÿ íà ñàéòå, ïðèíàäëåæèò èõ çàêîííûì âëàäåëüöàì, è àâòîð ñàéòà íå íåñåò îòâåòñòâåííîñòü çà èõ èñïîëüçîâàíèå!
Ðàçðàáîòêà äèçàéíà: NeusWeb.COM | Àâòîðû | 2025 |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში