for u
მთავარი » ფაილები » პოეზია » აფორიზმები (ილია)

აფორიზმები ( დ )
2010-12-07, 4:21 PM



დამალული ჭირი ძნელია, პირისპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება, შეეწიდება კაცი...


დედაც კაციაო, გვეუბნება ჩვენი ენა, და მამაციო.


დედის გული ზღვა არის სიყვარულისა. რომ უთხრა, შვილი რომ უკვდებოდეს, ორი დღის 
სიცოცხლე კიდევ მიემატება შენს შვილსაო, ოღონდ სული საუკუნო ჯოჯოხეთს მიეციო, 
დედა მაგას იქნს, შვილმა კი დედისათვის რომ ეგა ქნას, დედა იწყენს.


დედა-შვილური სიყვარული მძლეთა-მძლეა.



დევს დევის ძუძუ გამოზრდის.


და მარტო გული, ერთხელ მოკლული არც აყვავდება, არც გაცოცხლდება.


დედა-ენითა წვრთნა ყრმისა მე ბევრჯერ მითქვამს, მიქია.


დიდი თუ პატარა ერთი-ერთმანეთისთვის საჭირონი ვართ.


დიდი საუნჯეა ადამიანისათვის სიფაქიზე პატიოსნებისა და სიწმინდე ნამუსისა.


დიდი ქვეყანა მოუწვავს ენასა მაბეზღრისასა.


დაუმტკიცებელი და უსაფუძვლო ქებაც კი ლანძღვაზედ საწყენია პატიოსან კაცისათვის.


დაცემა იწყება იქიდან, სადაც თავდება წარსულის ხსოვნა.



,,დედაკაცის'' ,,ქალამდე'' ჩამოსვლა ,,მამაკაცის'' ,,ვაჟამდე'' -ცხენოსნისა დაქვეითებაა,
დიდის პატარად გარდაქმნა, ვაჟს კიდევ მიეკერება სახელი კაცისა, ,,ვაჟკაციაო'', ქალს
კი ჩამოეცალა სახელი და ისაა, ,,ქალკაცი'' არ ითქმის.


დაუდუღარ მაჭარს სარქველი არ დაეხურება. ჭურჭელს გახეტქს.


დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონდ კაცმა იმას მიჰმართოს, იმას ჩაჰჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს
და ნიჭი და უნარი მიუწვდება.



დიდი საქმეა მარტო უტყუარი ნიშანი თითონ მოსაქმის დიდბბუნებოვანობისა.


დროს ჰსჭვრეტდე, ჟამთა რა მოაქვს, რას ისხამს, რა მოისთვლების.


დიდი სიბრძნეა კაცისა ცნობა თავისის- თავისა.


დროზე ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არისო.


დღეს ცარიელი მკლავი იმოდენად ვეღარა სჭრის, რაც სავსე ჯიბე.


დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ  წინ გაუძღვეს
ჭეშმარიტება, უკან ჰრჩეს კვალი განათებული.
კატეგორია: აფორიზმები (ილია) | დაამატა: sindroma
ნანახია: 1387 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Имя *:
Email:
Код *:

__________




რეკლამის ადგილი


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

ძებნა

ძებნა

Âñå ÷òî ïóáëèêóåòñÿ íà ñàéòå, ïðèíàäëåæèò èõ çàêîííûì âëàäåëüöàì, è àâòîð ñàéòà íå íåñåò îòâåòñòâåííîñòü çà èõ èñïîëüçîâàíèå!
Ðàçðàáîòêà äèçàéíà: NeusWeb.COM | Àâòîðû | 2025 |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში