 ეჰა,ამ დღისთვის გაგიზარდე, მამულო, შვილი, სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი.
ენას ბრწკალი არ მოედება.
ენამ გულისა უნდა თქვას, ფერუმარილი რა საწიროა.
ერთი მაქვს-სჯობს ათასს მქონდას.
ერი, ერის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული-ერთსულოვნებით, ერთგულებით ძლიერია.
ერთად-ერთი ნამუსიანი სახსარი ცხოვრებისა გარჯაა და მუშაობა.
ენის კანონმდებელი ხალხია.
ერის სიბერე ერის აღგვაა დედამიწის ზურგიდან.
ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი.
|