for u
მთავარი » ფაილები » პოეზია » აფორიზმები (ილია)

აფორიზმები ( გ )
2010-12-07, 3:59 PM



გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი,
რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი
ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს.


გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ კაცს შენზედ შურით მწყდომსაო, კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომელსაო, მადლისა წყაროს ასმევდე ცოდვის გუბეში მდგომსაო.



გულის სილბო სიტურფეა, თუ კაცისა სხვაფრივ ლომი.



გენიოსი ისეთივე ნაყოფია თავისი დროებისა, როგორც სხვანი,
მხოლოდ ეგ ნაყოფი სრულია, დამწიფებულია.



გაზრდა შვილისა... ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ...
სხვაგან და სხვაში უნდა დავიკლოთ... და ყოველივე ნაწვავ-ნადაგი ამას უნდა მოვახმაროთ.


განვთითეულდით და თვითოეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდებული აზრი მამულისა,
რომელიც ყველასათვის ადვილი საზიდია.
განვთითეულდით... შენ იქით წახველ და მე აქეთ...
ვინც იცის როდისღა შევხვდებით ერთმანეთს, რომ კიდევ ძმური, ერთიანი,
განუყოფელი ქართული ,,გამარჯვება'' მითხრა შენ-მე და მე-შენ, 
ჩემო დაკარგულო ,,ძმაო და დაო ''


გაუწვრთნელი ზნე ყავარჯენი არა, ჭირია.
კატეგორია: აფორიზმები (ილია) | დაამატა: sindroma
ნანახია: 1192 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Имя *:
Email:
Код *:

__________




რეკლამის ადგილი


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

ძებნა

ძებნა

Âñå ÷òî ïóáëèêóåòñÿ íà ñàéòå, ïðèíàäëåæèò èõ çàêîííûì âëàäåëüöàì, è àâòîð ñàéòà íå íåñåò îòâåòñòâåííîñòü çà èõ èñïîëüçîâàíèå!
Ðàçðàáîòêà äèçàéíà: NeusWeb.COM | Àâòîðû | 2025 |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში