for u
მთავარი » ფაილები » პოეზია » ცნობილი პოეტები

მარმარილო--(ტაბიძე)
2010-11-17, 10:34 AM



აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება,
და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება,
ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!
სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი,
და ვან-დეიკის  ლანდებივით მწვანდება ღამე..
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე,
რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე;
გრძნობდე რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:
ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება,
ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე..
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს,
სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს,
ცა სიყვარულის და სიცოცხლის ძვირფასი თასი.
და ყოფნა ასე, მოლანდება ასი ათასი,
რომ შენს გვირგვინზე წაშლილია შავი ნაპრალი..
ოჰ! რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი.
კატეგორია: ცნობილი პოეტები | დაამატა: sindroma
ნანახია: 860 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Имя *:
Email:
Код *:

__________




რეკლამის ადგილი


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

ძებნა

ძებნა

Âñå ÷òî ïóáëèêóåòñÿ íà ñàéòå, ïðèíàäëåæèò èõ çàêîííûì âëàäåëüöàì, è àâòîð ñàéòà íå íåñåò îòâåòñòâåííîñòü çà èõ èñïîëüçîâàíèå!
Ðàçðàáîòêà äèçàéíà: NeusWeb.COM | Àâòîðû | 2025 |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში